|
2022-06-06 18:21:15, 2057 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ მინი შოურუმი წარადგინა
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად „ვოლვო ქარ საქართველომ“ ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოს დაცვასა და პლანეტაზე ზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. შვედური ბრენდისთვის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შეხვედრაზე „ვოლვოს“ ახალი მინი შოურუმის პრეზენტაცია გაიმართა. „ღვინის ქარხანაში“ „ვოლვოს“ მინის კუბში სტუმრებმა ქროსოვერი XC90 Plug-in ჰიბრიდი იხილეს.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მედიამხარდამჭერი National Geographic Magazine - საქართველო იყო. შეხვედრაზე ჟურნალის ივნისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება. ნათია ხულუზაური, National Geographic Magazine - საქართველოს მთავარი რედაქტორი: „National Geographic-ი ხშირად წერს გარემოსდაცვით საკითხებზე და მკითხველს პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგად ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას და გავიაზროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სასიკეთო ცვლილებების მოხდენა“. ღონისძიების დასასრულ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გარემოს გლობალურ საფრთხეებსა და ლოკალურ გამოწვევებზე მოკლე მოხსენება წაიკითხა და ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებზე გაამახვილა. ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე: „გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 2022 წლის სლოგანია „მხოლოდ ერთი დედამიწა“. მთავარი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება და ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლის შესაძლებლობა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში გარემოს აღდგენაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია იმ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის შედეგადაც მოხდა გარემოს დეგრადაცია. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება“.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)