|
2022-06-06 12:51:17, 1785 ნახვა
მსოფლიო
„კონსერვატიული პარტია“ ბორის ჯონსონს უნდობლობას უცხადებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს „კონსერვატიულ პარტია“ "წვეულების სკანდალის" გამო უნდობლობას უცხადებს. პარტიის წესების თანახმად, საკმარისია 15%-ის მოთხოვნა, რათა გამოცხადდეს უნდობლობა. უნდობლობის საკითხის დადგომის შემდეგ, ბორის ჯონსონის გადასაყენებლად პარლამენტის წევრი კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობა - 180 დეპუტატია საჭირო. ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს. კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამასთან როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)