|
2022-06-06 12:20:02, 1435 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ რაკეტები გამოსცადეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ კვირას რვა რაკეტის გაშვებას, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში კიდევ რვა რაკეტის გასროლით უპასუხეს. შვიდი რაკეტა სამხრეთ კორეამ გაისროლა, ერთი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ”მაშინაც კი, თუ ჩრდილოეთ კორეამ პროვოცირება მოახდინა რაკეტებით მრავალი ადგილიდან, (სამხრეთ კორეას და აშშ-ს აქვს) უნარი და მზადყოფნა დაუყოვნებლივ დაარტყას სიზუსტით“,- განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა. აღსანიშნავია, ჩრდილოეთ კორეის აგრესიის მიმართ ტონის შეცვლა სეულში, სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის არჩევის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა 10 მაისს დაიკავა . - ფხენიანის მიერ რაკეტების ბოლო გაშვება 25 მაისს განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზიაში მოგზაურობის შემდეგ აშშ-ში ბრუნდებოდა. ბაიდენის მოგზაურობა მოიცავდა ვიზიტს სეულში, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა სამხედრო წვრთნების ხელახლა დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. წვრთნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეჩერდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)