20:11 - 02 Nov, 2026
|
2022-06-05 15:24:12, 1278 ნახვა
მსოფლიო
„უნდა მოვძებნოთ რუსული ნავთობის ალტერნატივა“ - საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებები დაიწყო
საფრანგეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან რუსული ნავთობის მიწოდების შესაცვლელად , რომელიც დასრულდება ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის აკრძალვის შემდეგ. როგორც საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, ეს ხდება, რათა ევროპამ რუსული ნავთობისგან ალტერნატივა იპოვოს. "მიდის დისკუსიები არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ რუსული ნავთობის ალტერნატივა", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ნავთობის ემბარგოს და SWIFT-დან Sberbank-ის დახურვის შესახებ. უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)