11:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 14:23:43, 861 ნახვა

პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე - უმძიმეს ვითარებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ არამედ,  საკუთარ ხალხს

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციას არ წარმოუდგენია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ხელს უშლის არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს. 

,,საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ევროპულ პარტიებში წევრიანდებიან და ეს პლატფორმა უნდათ გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოონ. უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თავიანთ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან, ჭედავენ ამ ქვეყანას, ამუხრუჭებენ  და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ და ხელისუფლებას არამედ, გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ხალხს. ამიტომაც, იქნებიან ყოველთვის ისეთი ლუზერები, როგორიც არიან, ევროპაშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც,’’ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics