11:32 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 14:29:30, 922 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ევროპარლამენტარზე - ტრენდად იქცა, რომ ყველა თავს საქართველოს მეგობრად წარმოაჩენს ისე, რომ არ გვეკითხება

მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ, დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა, რომ დღეს, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს მიუღებელია ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის.

მისი თქმით, როდესაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უცხადებ სოლიდარობას ავტომატურად გამორიცხავ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ.

„ჩვენ რასაც ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო მომენტებია. ვხედავთ, რომ არის ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, პარტიული ამხანაგი თუ ა.შ და ამას აღიქვამენ საქართველოს მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას. როდესაც მეგობრობას უცხადებ ადამიანს, რომელმაც დეპუტატის ცემა დააორგანიზა, ადამიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა - ამ ადამიანს, როდესაც უცხადებ სოლიდარობას აქ, რა თქმა უნდა, ავტომატურად გამორიცხავ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ. გარკვეულ ტრენდად იქცა, რომ ყველა თავის თავს წარმოაჩენს საქართველოს მეგობრად ისე, რომ არ ეკითხება საქართველოს და ქართველ ხალხს იმიტომ, რომ არ მგონია ქართველი ხალხი თვლიდეს, რომ მისი მეგობარია ის ადამიანი, რომელიც ადამიანის ცემა დააორგანიზა, ის ვინც ადამიანის მკვლელების დაუსჯელობას უწყობდა ხელს და რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა.

რაც შეეხება ვინ უჭერს და ვინ არა საქართველოს მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან სკეპტიკოსები ქვეყნები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან ამ სამი ქვეყნის კანდიდატობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics