11:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 17:42:54, 1042 ნახვა

პოლიტიკა
„თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ“ - ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ოჯახის განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ექსპერსნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია  თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს,  მკურნალობის და რეაბილიტაციის  შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს,  უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს,  გარდაცვალების დღეს. და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში.

ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო,  ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის  მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ასგვარი ჭორის გავრცელებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით,  მივმართავთ ყველას თხოვნით შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა  ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა. 

ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარი და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია,  ამას გაითვალისწინებს.

მადლობას ვწირავთ საზოგადოებას, ვინც იზიარებს ჩვენს განუსაზღვრელ ტკივილს“,- წერია განხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics