20:11 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 13:46:53, 1078 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეღავათების გადახდას წყვეტს

პოლონეთის მთავრობა გეგმავს, რომ პირველი ივლისიდან უკრაინელ ლტოლვილებზე დახმარების გაცემა შეწყვიტოს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ და მთავრობის წარმომადგენელმა ლტოლვილთა საკითხებში, პაველ ბოსერნაკერმა განაცხადა. 

დახმარებას დღეში 40 ზლოტს შეადგენდა (დაახლოებით 30 ლარი) და უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების საკვებისა და საცხოვრებელი ადგილისთვის იყო განსაზღვრული. 

”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლონეთში ბევრ ადამიანს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი და ადაპტირებული”, - თქვა პოლონეთის მინისტრმა.

მისივე თქმით, გამონაკლისები იქნება ზოგიერთი კატეგორია, მაგალითად, შშმ პირები, ორსული ქალები ან მრავალშვილიანი ოჯახების.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობამ სპეციალური აქტით უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარების შესახებ თავდაპირველად გარანტირებული შეღავათები პირველი 60 დღის განმავლობაში მიღო, თუმცა  ერთი თვის წინ ვადა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics