17:25 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 12:22:09, 1262 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის მოზარდებისათვის, საზეიმო მიღება გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის მოზარდებისათვის საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ,,მედ დიაგნოსტიკის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ ბვშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საყვარელ ანიმაციურ გმირებს აემაღლებინათ განწყობა, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები, დასაჩუქრებულიყვნენ ე.წ. ,,მხარდამჭერი ვაუჩერებით" და დასწრებოდნენ ახალგაზრდული თეატრის კონცერტს.

საზეიმო მიღება მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია მედ-დიაგნოსტიკის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას მხარს აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უჭერდა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics