|
2022-06-01 22:24:54, 1364 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთმა ევროკავშირისგან პატრიარქი კირილის სანქციებულთა სიიდან ამოღება მოითხოვა
უნგრეთმა მოითხოვა პატრიარქ კირილის ამოღება ევროკავშირის შემდეგი პაკეტის მიხედვით სანქციების ქვეშ მყოფი პირების სიიდან. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბუდაპეშტში მსგავსი მოთხოვნის მიზეზებს სააგენტო არ აკონკრეტებს. ამასთან, Bloomberg-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ამ კვირაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის სახელი სანქციების განხილვისას საერთოდ არ იყო ნახსენები. დასავლური მედია პატრიარქ კირილის ახალ სანქციების სიაში შეყვანის გეგმებზე მაისის დასაწყისში წერდა. შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააფრთხილა, რომ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ასეთ ნაბიჯს, რადგან ეს „ზემოქმედებს რელიგიურ თავისუფლებაზე“. ევროკავშირის ლიდერები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე, ნავთობის ემბარგოზე უთანხმოების გამო - რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, ეწინააღმდეგებოდა ამ ზომას. შედეგად, 30 მაისს ევროკავშირმა მიაღწია კომპრომისს: იმპორტის აკრძალვა შეეხება მხოლოდ ნავთობს, რომელიც მიწოდებულია ზღვით და არა მილსადენით. ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს გარდა, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს Sberbank-ის გათიშვას SWIFT-დან, ასევე აკრძალოს კიდევ სამი რუსული სახელმწიფო არხის მაუწყებლობა მის ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)