2022-06-01 19:50:07, 1114 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე გრიგოლი - თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე არ არსებობს
თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე არ არსებობს. - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიდეთ იმ ძველი კლიშეებიდან, როდესაც განსხვავებული აზრი ადამიანებს აშინებდა და აფრთხობდა.
" თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე რომ არ არსებობს, გასაგებია. უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიდეთ იმ ძველი კლიშეებიდან, როდესაც განსხვავებული აზრი ადამიანებს აშინებდა და აფრთხობდა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მან ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ გზაზე გამოწვვევების შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,