|
2022-06-01 19:29:11, 1329 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს და პოზიტიურ გზავნილს, რის საფუძველსაც გვაძლევს განხორციელებული რეფორმები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით საქართველო, ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმებით იმსახურებს პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისგან, მისივე თქმით როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველო გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მხარდაჭერას, ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა. „ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის მხარდაჭერას, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. საქართველო ნამდვილად იმსახურებს შესაბამის გზავნილს, შესაბამის ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან. ჩვენი განხორციელებული რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური" - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია 15 ივნისამდე მიიღებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პარალელურად აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ამ მიმართულებით. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას შეხვედრები ექნება ევროკომისრებთან და ევროპარლამენტარებთან, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები და შესაძლებლობები. „იმედი მაქვს, ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია და შინაარსიანი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომელიც საქართველოს აქვს ამ პროცესში."- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)