|
2022-06-01 17:45:17, 1389 ნახვა
პოლიტიკა
კულტურის სამინისტრო - ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია იწყება
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების ნაწილი ტრანსპორტირებისთვის მზადაა და ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად, დღეიდან დაიწყება. - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, შემუშავებულია რეკომენდაციები საგანძურის ექსპონატების შესაბამის სივრცეებში ეტაპობრივად, უსაფრთხოდ გადატანასა და განთავსებასთან დაკავშირებით. "არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ხოლო ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად უკვე დღეიდან დაიწყება. მუზეუმის შენობის დაცლის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე. ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება, შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტების დაცვით. რაც შეეხება საგანძურის ექსპონატებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც სარგებლობაში გადაეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მის მფლობელობაში დარჩება მომავალშიც. მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები. საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტის ჩართულობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით. დეტალურად იქნება გაწერილი ექსპონატების გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოებიც. ტრანსპორტირების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ექსპონატების გადაადგილებისას უზრუნველყოფენ მათ დაცულობას. ტრანსპორტირების პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, ხელოვნების მუზეუმს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადების მიხედვით ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლის შემდგომ ჩატარდება გამაგრებითი და კაპიტალური სამუშაოები.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)