2022-05-31 18:03:43, 808 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია - მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ
ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ "ვივა მედის" დატოვების შემდეგ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ექსპერტებს კლინიკაში დროულად შეუშვებენ.
"მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის და საერთოდ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ენერგიით სავსე და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული". - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,