12:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 14:04:38, 766 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მორიგ პროპაგანდასა და ტყუილში ამხილა

მინდა, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის, შესაბამისად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოზე და ვამხილო ისინი ძალიან გააზრებულ და მიზანმიმართულ 4 ტყუილში, - ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი და  სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. 

"1. მთელი გამოსვლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძე ცდილობდა, რომ მიზანმიმართულად დაეკნინებინა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ის საუბრობდა, რომ ამას არ მოჰყვებოდა აბსოლუტურად არანაირი კონკრეტული სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჰგავს საფუძვლის შემზადებას ამ საკითხის ნიველირებისთვის. საფუძვლის შემზადებას უარის შემთხვევაში.

ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რა ტექნიკურ ნაბიჯებს მოიცავს კანდიდატობის სტატუსი, კანდიდატობის სტატუსი არის აუცილებელი ეტაპი წევრობისთვის. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. რაც მთავარია, უკრაინაში ომის კონტექსტში, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი: ხარ ევროპის მხარეს თუ ხარ რუსეთის მხარეს. ამიტომ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლება გამოდის და პირდაპირ საუბრობს, რომ კანდიდატობა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

2. მეორე ტყუილი ეს არის გამონათქვამი, თითქოს საქართელო ასრულებს ყველა ვალდებულებას და არის მოწინავე ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო აქტორების არაერთი შეფასება, მათ შორისაა, კარლ ჰარცელის გუშინდელი შეფასება. მან ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რას არ ასრულებს საქართველო -  ეს არის არჩევნები, ეს არის 5 ივლისი ანუ ძალადობა, ეს არის ჟურნალისტების უფლებები, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს არის ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემა. ასევე, რა თქმა უნდა პოლიტიკური დევნა, ნიკა გვარამიას სრულიად უკანონო დაკავება, რომელიც ზუსტად ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინ მოხდა. შევახსენებ საზოგადოებას Amnesty International-ის მყისიერ დასკვნას, რომ გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა.

3. მესამე ტყუილი - თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატობის სტატუსს, ეს ნიშნავს, რომს ევროკავშირს არ აქვს ინტერესი საქართელოს მიმართ. ევროკავშირი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. მათ აქვთ და ჰქონდათ პოლიტიკური ნება მთელი ჩენი დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის ამ სურვილს, თუმცა, ამას სჭირდება კონკრეტული პირობები, რომლებსაც,  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობა არ კატეგორიულად ასრულებს.

4. მეოთხე ტყუილი -  რომ თითქოს ეს მთელი პროცესი და უარი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რაიმე კავშირშია არეულობასა თუ ომის სურვილთან. „ომის პარტია“, „ომის სურვილი“, „ომი იქნება“ ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომ გვათქმევინონ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე. ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი", - ამბობს ხოშტარია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics