02:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 21:59:57, 1564 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში ოკუპანტების მიერ ბახმუტის რაიონის დაბომბვის გამო, ამიაკმა გაჟონა

დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო ამიაკმა გაჟონა. - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ.

მისივე თქმით, ბახმუტი, გლადოსოვო, დაჩა, მიკოლაივკა დრუჰა, ოდრადივკა და ოპიტნე შესაძლოა დაზიანებულ ზონაში მოხვდნენ..

"ბახმუტის რაიონში მიმდინარე ბრძოლებმა დააზიანა ტოლიატი-ოდესა ამიაკის მილსადენის განშტოება, რომელიც  2014 წლიდან არ გამოიყენებოდა, სარქველები დალუქულია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი მოედინება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics