|
2022-05-30 16:58:22, 1485 ნახვა
მსოფლიო
დანიის საელჩომ რუსებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შეაჩერა
დანიამ შეაჩერა განაცხადების მიღება რუსეთის ფედერაციაში მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში დანიის საელჩო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი მხოლოდ ოფიციალურ ვიზიტებზეა დაშვებული. „მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების მიღების აღდგენამდე პერიოდში განმცხადებლებს შეუძლიათ მიმართონ სხვა ქვეყნების სავიზო ცენტრებს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთში დანიის საელჩოს ვებგვერდზე არ არის მითითებული ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების საბუთების მიღების შეჩერების მიზეზი. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დანიამ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, გადაწყვიტა მიბაძოს სხვა ქვეყნებს, კერძოდ, ლიტვას, ესტონეთს და ჩეხეთს, რომლებიც რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ომში მხარს აქიურად უჭერენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)