07:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 16:00:52, 1068 ნახვა

პოლიტიკა
სამუშაო შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დინამიკა განიხილეს და არსებულ გამოწვევებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტი იხილავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რისთვისაც არაერთი ანგარიში უკვე მომზადებულია.

„საქართველოს პარლამენტი იხილავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რისთვისაც არაერთი ანგარიში უკვე მომზადებულია. საჯარო განხილვის ფარგლებში, შევხვდით დონორ ორგანიზაციებს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს. განვიხილეთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მასალა. აღნიშნული ტიპის შეხვედრები და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს გაწონასწორებული, დაბალანსებული და მომავალზე ორიენტირებული კოოპერაციების შესახებ კანონის მიღებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის,  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics