14:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 17:49:13, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამანის "დედოფალ ალიას" სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics