|
2022-05-28 15:33:07, 1845 ნახვა
ომი უკრაინაში
უცნობი ინექციები, გაუპატიურებები და ცემა: უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნას იხსენებენ
უკრაინელმა სამხედროებმა, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, წამებაზე ისაუბრეს. კერძოდ, დამპყრობლებმა მათ გაუკეთეს უცნობი ინექციები, გააუპატიურეს ქალები და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების უმეტესობა დამპყრობლებმა მარიუპოლის მახლობლად დაატყვევეს. „თავდაპირველად ტყვეები სარდაფებში ჰყავდათ, შემდეგ წინასწარი დაკავების ცენტრში ქალაქ დონეცკში და N120 გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული. მოგვიანებით ჩვენი სამხედროები კიდევ გადაიყვანეს წინასწარი დაკავების ცენტრებში ტაგანროგსა და ვორონეჟში“, - თქვა დენისოვამ. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ დაკითხვისას უკრაინელ ჯარისკაცებს თვალებს ლენტით უხვევდნენ, თავზე ტომარას აცმევდნენ, ხელებს კი თოკებით უკრავდნენ. „ტყვეობაში უკრაინელ სამხედროებს აწამებდნენ - მკვლელობით ემუქრებოდნენ, სცემდნენ და ამცირებდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით წამება გამოიყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და აზოვის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლების მიმართ", - განმარტავს დენისოვა. ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ დაკითხვისას უკრაინელ სამხედრო ტყვეებს აიძულებდნენ დაჩოქილიყვნენ, თოფის კონდახით ფეხის თითებზე და ღია ჭრილობებზე ურტყავდნენ, კისერზე მარყუჟ სახვევდნენ და ახრჩობდნენ. „ჯანმრთელობის დაწესებულებაში მონიტორინგის დროს, სადაც ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, მათ მოახსენეს ოკუპანტების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. უკრაინელი სამხედროების უმეტესობა დამპყრობლებმა მარიუპოლის მახლობლად დაატყვევეს. თავდაპირველად ისინი სარდაფებსა და სამეურნეო შენობებში ჰყავდათ. შემდეგ ისინი დონეცკის წინასწარი დაკავების განყოფილებაში და 120-ე გამოსწორების კოლონიაში გადაიყვანეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული“, - წერს დენისოვა. ამასთან დენისოვას უთხრეს, რომ რუსმა სამხედროებმა პატიმრებს ასო „მ“-ით დაწყებული უცნობი ნარკოტიკი გაუკეთეს, რის შემდეგაც მათ გონება და მეხსიერება დაკარგეს. დენისოვა წერს, რომ რუსმა სამხედროებმა „აიძულეს უკრაინელი ჯარისკაცები ესწავლათ ლექსი „მაპატიეთ, ძვირფასო რუსებო“, რუსეთის ჰიმნის, გერბისა და დროშის შექმნის ისტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აწამდნენ. ამავდროულად, დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა უკრაინელმა სამხედრო ტყვე ქალებმა განაცხადეს, რომ 2-3 ადამიანზე გათვლილ საკნებში სულ მცირე 17-20 ადამიანი იმყოფებოდა. „აბაზანის ნაცვლად - „ვედრო“. ქალებს ართმევდნენ ჰიგიენურ საშუალებებს. ისინი ექვემდებარებოდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლას. მათ თვალწინ სასტიკად სცემდნენ უკრაინელ ტყვე მამაკაცებს. ასევე, აიძულებდნენ სქესობრივ აქტს“,- აღნიშნა სახალხო დამცველმა. გარდა ამისა, დაჭრილ უკრაინელ სამხედროებ საჭირო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ექიმმა ისინი მხოლოდ ქალაქ სევასტოპოლში სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაყვანამდე გასინჯა. „არ აძლევდნენ წყალს, მხოლოდ 1,5 ლიტრს 30-40 ადამიანზე, შეზღუდული ჰქონდათ კვებაც, დღიური რაციონი შედგებოდა პურის ნაჭრისა და ქონისგან“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. სამხედროებს ასევე ჩამორთმეული ქონდათ ნათესავებთან დაკავშირების შესაძლებლობაც. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო დამპყრობლების სისასტიკის ახალი მტკიცებულებები, მათ ბრალი ედებოდათ უკრაინელი სამხედროების წამებასა და სოფლების დაბომბვა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)