15:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 22:46:09, 777 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნას

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას ასახელებს. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა. 

„ყველაფერი კეთდება ზუსტად იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ფასების ზრდის უარყოფითი გავლენა შევამციროთ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ  დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას და გაიზარდოს შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან საბოლოოდ ჩვენ ყველას გვესმის,  სიღარიბის დაძლევა  ყველაზე მთავარი გამოწვევაა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს, რასაც  სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს - საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა, პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით ის 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და 19.4% -ს შეადგენს. 

მისი თქმით, ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა - 21.3%-დან 17.5%-მდე.

„ეს სწორედ ეკონომიკის გაჯანსაღებამ გამოიწვია და იმან, რომ გაიზარდა ექსპორტი, მეტი ტურისტი მოვიზიდეთ და ამ კუთხით მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს,კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას მეტად შევუწყეთ ხელი. მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ კონკრეტულად, ობიექტურად, სტატისტიკური მონაცემებით  შეფასებული და დადასტურებული იყოს, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი ეკონომიკური  პოლიტიკა ზუსტად ამით იზომება. რა თქმა უნდა, კვლავ რჩება უამრავი გამოწვევა და  აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობაში სიღარიბე შემცირდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics