07:56 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 20:49:44, 1264 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ცესკო-ს, ელექტრონული არჩევნები საქართველოში დავნერგოთ

მოვუწოდებ ყველას, მომდევნო არჩევნები ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ჩატარდეს. - განაცხადა პარტია პროგრესისა და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

"პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს. საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე სამშობლოში არსებული უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო იძულებულია, იშრომოს საზღვარგარეთ და ასე შეინახოს ოჯახი.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს მშპ (ეკონომიკა) დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია. ჩვენმა ემიგრანტებმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს გადმორიცხეს 2.2 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სამშობლოში ვიზიტის დროს შემოაქვთ - ჯამში, 2.5 მილიარდი დოლარია ემიგრანტების შენატანი საქართველოს ეკონომიკაში, რაც ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14%-ს წარმოადგენს. პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მათი მოკვეთა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დანაშაულია! ხელისუფლება ვალდებულია შექმნას მოცემულობა, რომლითაც ემიგრანტებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის მიუხედავად, ხმა მისცენ საქართველოს არჩევნებში. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 14 170 ადამიანი დარეგისტრირდა, როდესაც მილიონზე გაცილებით მეტი ემიგრანტი გვყავს. ვერცერთი, თუნდაც სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება მილიონი ემიგრანტის ხმის გარეშე.  მოვუწოდებ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ს, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში და ვთხოვ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გაგვიწიონ ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მომდევნო, რიგგარეშე თუ მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით და ემიგრანტების სრული ჩართულობით ჩატარდეს. ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით". - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics