15:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 16:38:58, 790 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე - გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას ომში

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია და პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოუწოდებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, არ ჩართულიყვნენ ინდივიდუალურად საომარ მოქმედებებში.

„ჩარტერულ რეისებზე ნებართვას, ბატონებო და ქალბატონებო, გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთმა მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით. აშშ-ის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, მოუწოდა საჯაროდ თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში. ამ დროს, ეს ადამიანები, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები. ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics