2022-05-26 13:38:18, 1524 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო - საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზას
ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.
„როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
გამოცემის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთსიმპათია და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძველს, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,