08:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 11:36:14, 2153 ნახვა

მსოფლიო
ჟურნალისტს, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, ვაცლავ ჰაველის ჯილდო გადასცეს

პირველი არხის ყოფილმა თანამშრომელმა მარინა ოვსიანიკოვამ, რომელმაც რუსული ტელევიზიის Vremya-ს პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მოაწყო ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა ჯილდო მიიღო.

„მინდა ვაცლავ ჰაველის პრემია დავხარჯო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად“, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც მე ვთქვი სცენიდან. შეუძლებელია ტირილის გარეშე შეხედო იმ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ახლა კარვებში ცხოვრობენ. ძვირფასო უკრაინელებო, მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ..“,- წერს ჟურნალისტი Twitter-ზე.

ოვსიანიკოვამ ჯილდო ოსლოში გამართულ ცერემონიაზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ ჯილდოს მიღებას არ ელოდა. მისივე თქმით, 20 წელიწადში რუსეთში ყველა დამოუკიდებელი მედია განადგურდა და მათ ნაცვლად „ცინიკური პროპაგანდისტულმა მანქანამ" დაიწყო მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ოვსიანიკოვა Vremya-ს საინფორმაციო გამოშვების  პირდაპირ ეთერში პლაკატზე წარწერით „შეაჩერე ომი, არ დაიჯერო პროპაგანდის, აქ გატყუებენ." შეიჭრა, რის შედეგადაც დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-2 ნაწილით (არაკოორდინირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზება) და 30 ათასი რუბლით დაჯარიმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics