17:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 17:03:55, 1127 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა პირდაპირ მობილბანკიდან გახადა შესაძლებელი აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას დღეს უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მათივე თქმით, „ინვესტიციები“ შესაძლებელს ხდის, სულ რამდნეიმე წუთში, ონლაინ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, $1-დან დაიწყოთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირება.

ამჟამად, 10 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქცია, რომელშიც მომხმარებლები ინვესტირებას მობილბანკიდან ახორციელებენ, ასე გამოიყურება: Tesla, Apple, Facebook , S&P 500, Coca-Cola, Microsoft, Netflix, Google, Amazon, Boqii Holding Ltd

„ინვესტიციების ფარგლებში, საქართველოს 10,000-მდე ახალი ინვესტორი შეემატა, რომლებიც ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები არიან, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საინვესტიციო პლატფორმის  საშუალებით, ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება - პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას. სამომავლოდ, ვგეგმავთ მომხმარებელს მობილბანკიდან კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შევთავაზოთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics