|
2022-05-25 11:19:09, 1511 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ომის დასრულების პირობებს ასახელებს
უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება რაღაცეებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სხვადასხვა მხარის სურვილზე, ერთიანი დასავლეთის ძალასა და იარაღზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება რუსეთის სურვილზეც არის დამოკიდებული. „რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი, ვფიქრობ, ეს რაღაცეებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სხვადასხვა მხარის სურვილზე, ერთიანი დასავლეთის სურვილზე, ძალასა და იარაღზე, უკრაინის ფინანსურ სიძლიერეზე, ერთიან სურვილზე. დასავლეთს არ უნდა შეეშინდეს რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენკსიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა ხდება ახლა მსოფლიოში. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ვლადიმერ პუტინი მზად იქნება რეალობაში გადასასვლელად, ის აუცილებლად მიხვდება, რომ აუცილებელია მისი დაწყებული ომის დასრულება. „ის ცხოვრობს საკუთარ საინფორმაციო სამყაროში, ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე. ჩვენ ვიბრძვით საკუთარ მიწაზე და არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, მომავლისთვის. მან უნდა იცხოვროს რეალობაში. დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, შუამავლების დახნმარებით საუბარს აზრი არ აქვს“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე გამოაცხადა მზადყოფნა რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის. მან ამ საკითხზე ერთადერთ შესაძლო თანამოსაუბრედ ვლადიმერ პუტინი დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)