08:33 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 10:38:00, 1311 ნახვა

მსოფლიო
ლიზ ტრასი - მინდა მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო

მინდა, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვას არ აქვს ნატო-ს სტანდარტების თავდაცვა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რუსეთის თავდასხმას შეაჩერებს.

" მინდა, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, იმას რომ მან ეს ამბიციები დაივიწყა, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ნატოსთვის, ჩვენ ვაჩერებთ რუსებს ლიბიასა და იდლიბში [ჩრდილოეთ სირიაში] და ეს ასევე ემსახურება დასავლეთის უსაფრთხოებას. ჩვენ რომ არ გაგვეჩერებინა რუსეთი ლიბიაში, ისინი აიღებდნენ ქვეყანას და ნატოს სამხრეთ ფლანგი საფრთხის ქვეშ იქნებოდა." - განაცხადა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ნატო-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics