2022-05-20 22:20:09, 1387 ნახვა
პოლიტიკა
გერმანია უკრაინას 15 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ ტანკს გადასცემს
გერმანია უკრაინას 15 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ ტანკს გადასცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, ისინი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.
ცნობისთვის, აპრილში გერმანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა კიევისთვის მძიმე იარაღის, კერძოდ გეპარდის ტიპის ტანკების მიწოდებას.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,