2022-05-20 20:55:25, 1378 ნახვა
პოლიტიკა
დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო
დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.
ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მახრდაჭერას, რაც სათანადოდ არის ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. .
ავტორი: ექსპრესნიუსი,