19:17 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 20:36:51, 1328 ნახვა

პოლიტიკა
სასამართლომ თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი გაამართლა

სასამართლომ თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი გაამართლა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ჯიშკარიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და ყადაღა.

" ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შეეცდება, ამას მისცეს პოლიტიკური ელფერი, ამას უკვე მივეჩვიე. ადამიანი როცა მართალი ხარ, ამის არ გეშინია. გამამტყუნებელი განაჩენი დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ანუ მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ადამიანის ბრალეულობას." -  განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანი, თავისი წარმომადგენლობითი ბიუროს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ფიზიკური ძალადობის საქმეზე იყო ბრალდებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics