2022-05-20 10:52:00, 995 ნახვა
პოლიტიკა
ვინ შეიძლება აღიქვას ეს ადამიანი სერიოზულად? რა სამწუხაროა ამის ყურება - ევროპარლამენტარი კობახიძეზე
ვინ შეიძლება აღიქვას ეს ადამიანი სერიოზულად, - ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს.
"ვინ შეიძლება აღიქვას ეს ადამიანი სერიოზულად? რა სამწუხაროა ამის ყურება",- წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერის" პირად გვერდზე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი "კონკრეტული კრიმინალური ძალის მფარველობაში" დაადანაშაულა და დასძინა, რომ ევროპულ ღირებულებებს ბოლომდე აცდენილები არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,