19:17 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 10:20:13, 705 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირადად ჩადის ბრიუსელში და მართავს მაღალი რანგის შეხვედრებს ამ თემაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, რაც აბსოლუტურად ცხადი და ლოგიკურია. ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი,  პასუხები გაიგზავნა, სადაც სათანადოდ არის ასახული საქართველოში არსებული მდგომარეობა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა,  ჩვენი ვალდებულება და ეს გაკეთდა სათანადოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამ პროცესს თვითონ პრემიერი უძღვებოდა. დღესაც, არა მარტო პრემიერის ვიზიტი, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე იმართება შეხვედრები. საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით დღესაც ბერლინშია და მართავს შეხვედრებს პირველ რიგში ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ამ თემებზე მაქსიმალურად აქტიური მუშაობა, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics