19:38 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:54:47, 1603 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას

გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

როგორც ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საჭიროა თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო. 

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ადვილად შეგიძლიათ, წარმოადგინოთ, რაზე ვისაუბრეთ. სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, როგორ შეიძლება სანქციები წარმოდგენილი იყოს ზოგჯერ საქართველოს პოლიტიკურ დებატებში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ გავუზიარეთ პრემიერს შეშფოთება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. და ბოლოს, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რომ არ გვესაუბრა ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე. შეფასება, რომელსაც კომისია მოამზადებს შემდგომ კვირებში და რაც მასთან ერთად განვიხილეთ, არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ის მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო. კომისია როდესაც შეფასებას გააკეთებს, საქართველოს თხოვნა მხედველობაში იქნეს მიღებული, კარგი მომენტია რეფორმების ტემპის გასაზრდელად. ნება მომეცით, თარიღებზე არ ვისაუბრო, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რეფორმები, რომლებზეც ჩვენგან ისმენთ, საკვანძოა რეფორმებს შორის. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე სრული ანგარიშვალდებულებით, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა აქვს და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან. დიახ, ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics