2022-05-18 21:04:45, 981 ნახვა
პოლიტიკა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია - რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო ნაკრებები სხვადასხვა ტურნირებიდან მოვკვეთეთ
რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო ნაკრებები სხვადასხვა ტურნირებიდან მოვკვეთეთ. - ამის შესახებ ინფორმაციას კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს ყველაფრის საფუძველი რუსული აგრესიაა უკრაინაშიაა.
"არცერთი ტურნირის არცერთი მატჩი არ გაიმართება რუსეთსა და ბელარუსში. " - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,