2022-05-18 20:29:27, 1078 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - ივანიშვილს ეშინია თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული ჟურნალისტების
პირველ რიგში აქ ვართ, როგორც რიგითი მოქალაქები თავისუფალი მედიის მხარდაჭერები.- განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა გავიდეთ დიდ მიზანზე და შეიცვალოს ქართული ოცნება.
" ივანიშვილს ეშინია თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული ჟურნალისტების, მეგობრებო, თანამოქალაქეებო ყველას მოგვადგებიან, ამიტომ უნდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება, გვყავს კიდვ ერთი პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია, გვყავს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი". - განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობა საღამოს 7 საათზე იყო დაგეგმილი, ის სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც პარლამენტთან გადაინაცვლეს და "მთავარი არხის" ოფისთან დასრულდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,