18:18 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 16:14:04, 1175 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონი - მოუთმენლად ველოდები ფინეთისა და შვედეთის NATO-ს ოჯახში გაწევრიანებას

ჩვენი ალიანსისა და მსოფლიოსთვის ისტორიული დღეა. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ავრცელებს.

მისივე თქმით, მოუთმენლად ელოდებიან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

" ჩვენი ალიანსისა და მსოფლიოსთვის ისტორიული დღეა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ამ ნაბიჯის შესახებ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, თუმცა, პუტინის შემზარავმა ამბიციებმა ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკური კონტურები შეცვალა. მოუთმენლად ველოდები ფინეთისა და შვედეთის, ძალიან მალე ნატოს ოჯახში დახვედრას." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი ალიანსის შტაბ-ბინაში შეიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics