|
2022-05-18 10:19:23, 1135 ნახვა
მსოფლიო
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი ალიანსის შტაბ-ბინაში შეიტანეს. ოფიციალური პასუხი რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. წესების მიხედვით, ახალი წევრის ბლოკში გასაწევრიანებლად აუცილებელია ყველა მოკავშირის ერთსულოვანი თანხმობა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცედურა, დიპლომატების თქმით, შესაძლოა, დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდეს. მანამდე ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას. ფინელმა პარლამენტარებმა მსგავს გადაწყვეტილებას თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი. 200 ხმიდან 188-მა მხარი დაუჭირა ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერის გამო - ანკარა მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა გამოაცხადა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლის თაობაზე თურქეთთან კომპრომისის სწრაფი პოვნის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ანკარა არ აპირებს პროცესის დაბლოკვას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)