20:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 21:25:12, 1174 ნახვა

პოლიტიკა
დღეს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

დღეს 18 მაისს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას კრიტიკული მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, ეს არის აქცია ნიკა გვარამიას დაპატიმრების გასაპროტესტებლად.

"16 მაისს ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქართულმა ოცნებამ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.

დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.

კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება.

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics