20:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 18:57:40, 941 ნახვა

პოლიტიკა
სამოქალაქო ორგანიზაციები - გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც მუქარა სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე

ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ. - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ერთობლიც განცხადებაში.

მათივე თქმით, კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების მაგალითს.

" საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.

კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს.
ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე" - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები : 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
მედიაომბუდსმენი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
მწვანე ალტერნატივა
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს პენცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
დემოკრატიის ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
ცენტრი “ემპათია”
მწვანე სექტორი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საფარი
სირცხვილია • Shame Movement

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics