08:54 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 12:24:07, 1155 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი არის სამართლის უზენაესობა, თუ ვინმე არის ანტიევროკავშირი - ესაა გვარამია და მისი პარტია

,,თუ ვინმე ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას გვარამიას და ევროკავშირს შორის, ეს არის უბრალოდ, უსუსური მცდელობა, რომ რაღაცა ფორმით ხელი დააფაროს კრიმინალს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, პრინციპულად არასწორი. გვარამია განასახიერებს კორუფციას, რაც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. ის განასახიერებს სიძულვილს, ის განასახიერებს ზიზღს, ყველაფერს იმას, რაც  ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენაა,’’ –  ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ იქონიებდა გავლენას გვარამიას საქმე საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირი არის კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება, ხოლო გვარამია, მისი პარტია - არის ანტიევროკავშირი. 

,,ევროკავშირი არის სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა, სამართლის აღსრულება, რაც მოხდა გვარამიასთან მიმართებით. შესაბამისად, თუ ვინმე არის ანტიევროკავშირი  - ეს არის, რა თქმა უნდა, გვარამია, მისი პარტია, წინა ხელისუფლება. ეს არის მისი ენჯეოები და ა.შ. ყველაფერი დანარჩენი, სამართლის უზენაესობა, სამართლის აღსრულება არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი. შესაბამისად, ტოლობის ნიშანი აბსოლუტურად არალერევანტულია,‘’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics