|
2022-05-17 12:15:13, 1480 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ახალ კამპანიას -„Made in Georgia“-ს იწყებს
„საქართველოს ბანკი “ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახალ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. „Made in Georgia “ ქართული კომპანიების მხარდაჭერასა და მეტი შესაძლებლობის გაზიარებას ისახავს მიზნად. კამპანიაში ჩართული ბიზნესები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, „საქართველოს ბანკის “ მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ “Made in Georgia”-ს ფარგლებში შეიქმნა მთავარი იდეის მატარებელი სტიკერების სპეციალური ნაკრები. კომპანიები შეძლებენ, აღნიშნულ ბმულზე გადმოწერონ და აირჩიონ სასურველი სტიკერი, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი დამზადებულია საქართველოში: https://bit.ly/3wvubo3. „Made in Georgia“-ს ყველა შეთავაზების ნახვაც აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მუდმივად ვქმნით პროდუქტებს თუ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვჯერა ქართული ბიზნესის წარმატების. ახალი კამპანიით - „Made in Georgia“, მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ცნობადობა ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქციის მიმართ; წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში; მივცეთ მოტივაცია დამწყებ ბიზნესებს და დავაჯეროთ, რომ საქართველოში დამზადებული კომპანიებისა და პროდუქტებისთვის წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ“ , - აცხადებენ „საქართველოს ბანკში “. ინფორმაციისთვის, კამპანიაში ჩასართავად, საჭიროა გქონდეთ „საქართველოს ბანკის“ ბიზნესანგარიში და პროდუქტს ან სერვისს აწარმოებდეთ საქართველოში. ასევე, გამოიყენოთ “Made in Georgia”-ს ფარგლებში შექმნილი სპეციალური სტიკერები თქვენი ბიზნესის სოციალურ ქსელებში.
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)