20:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 11:13:59, 1131 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ კრამერი - მოსამართლეს ოპოზიციის წარმომადგენელის წინააღმდეგ პოლტიკურად მოტივირებული ვერდიქტი გამოატანინეს

აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება - ასე აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრემერი თბილისის სასამართლოს გაადწყვეტილებას ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

კრამერს ეჭი არ ეპარება, რომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით დაკავება მისი, როგორც მედია მენეჯერის, ასევე პოლიტიკური აქტივისტისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქმეების ერთობლიობის შედეგია.

„ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ "რუსთავი 2"-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. საქართველოს მთავრობა ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“, - ამბობს კრამერი.

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ახდენს გავლენას:

"ეს დაკავება არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია".

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics