2022-05-16 19:56:09, 1140 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვას ელჩი - შეშფოთებული ვარ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენისა და დაკავების გამო
შეშფოთებული ვარ " მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპთიმრების ფაქტით. - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა ავრცელებს.
მისივე თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოხდინოს დემოკრატიულ პროცესებზე.
"შეშფოთებული ვარ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენისა და დაკავების გამო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში - ლიეტუვას არ სურს ამის დანახვა" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,