08:54 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 18:44:18, 1383 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი გვარამიაზე - ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის

ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის. - ამის შესახებ ინფორმაციას თინა ხიდაშელი ავრცელებს.

მისივე თქმით, ყოველგვარი დებატის გარეშე ამ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც.

" 

ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არასებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი. 
1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის! 
2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პილიტიკური დევნა!
3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში გადათხლიშოს ქვეყანა საიდანაც მხოლოდ თვითონ გამოდის გამარჯვებული! 
4. ევროკავშირის კანდიდატის კენჭისყრის წინ ეს არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი მცდელობა შეფერხდეს ქვეყნის წინსვლა! გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს, სწორედ ეხლა როდესაც ბრიუსელში კენჭისყრაა კარს მომდგარი ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics