|
2022-05-16 12:58:36, 1255 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადის პასუხზე დაჩქარებული წესით მუშაობს
ჩვენ უფრო სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე,- აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოლდოვას და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირი წევრობის განაცხადის პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს. "მე არ შემიძლია განვაცხადო, როგორი იქნება [ევროპული] კომისიის აზრი, მაგრამ ჩვენ ამაზე უფრო სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე,"- აცხადებს ბორელი. შეგახსენებთ, რომ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)