21:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 10:33:10, 1132 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გაბუნია - ნიკა გვარამია გახდა სიმბოლო თავისუფლების, ეს ბრძოლა აუცილებად გაგრძელდება

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვინაიდან ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რათა ვიბრძოლოთ თავისუფლებოსთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. 

როგორც გაბუნიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნიკა გვარამიას დაკავება მოულოდნელი არ იყო. 

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვაქვს. ქვეყანა სამწუხაროდ იქცა არა თავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომელიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდი ერთ ტერიტრიოაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ერის გამაერთიანებელი არ არის არც მამული, არც ენა და არც სარწმუნოება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად ვინაიდან ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რათა ვიბრძოლოთ თავისუფლებოსთვის. ნიკა გვარამია გახდა სიმბოლო თავისუფლების, რომელთან ერთადაც ამდენი წელი გავატარეთ. ეს ბრძოლა აუცილებად გაგრძელდება. მთავარი არხი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ნიკას დამსახურებაა, როგორც მენეჯეროს რომ არხი ისეა აწყობილი, რომ ყველას შეგვიძლია აწყობილიკ საათივით მუშაობა. ერთადერთი პროლემა რაც გვაქვს არის ფინანსური პრობლემა. ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძლედება",- განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics