22:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 15:27:21, 2034 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი საქართველოს მთავრობას - თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ?!

თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ?! - ამის შესახებ ინფორმაციას ოლექსი არსეტოვიჩი ავრცელებს და " ქართულ ოცნებას" მიმართავს.

მისივე თქმით, რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით.

„17 ივლისს, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი გამოაცხადეს. ჩემი შეხედულებით ეს უკრაინაში გასამართი დიდი რეფერენდუმის სამზადისი იქნება. დააკვირდებიან რა შედეგებს მოიტანს და გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმის ჩატარება. ამასთან ეს იქნება პატარა გამარჯვება. რაღაცა ხომ უნდა გამოაცხადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს. თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ და იტყვით როგორი თავხედი ვარ?! სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი, უკრაინაში, კერძოდ კი ხარკოვში ან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩასატარებელი რეფერენდუმების სამზადისი იქნება. ნახავენ ოსური მაგალითი თუ გამოვა. თუ არ გამოვიდა, მაშინ უკან დაიხევენ. უყვართ მსგავსი მოქმედებები. ჯერ ინფორმაციას ავრცელებენ, შემდეგ თანამდებობის პირები ავრცელებენ. მოკლედ რეაქციას აკვირდებიან. ახლა რეფერენდუმის თემა ააგორეს, ნახავენ რა გამოვა. რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით." - განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics