23:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 21:31:25, 1461 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე მთავარ არხს - რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც ნინო წილოსანს არ უთქვამს ?

რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს ნინო წილოსანს? ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი, ეს თქვენ მას უბრალოდ დააბრალეთ - ასე მიმართავს მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "მთავარს"

მისივე თქმით, მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის და პუტინის ჩამატება განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი  - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე დასმული კითხვის პასუხად.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნინო წილოსანმა აბსოლუტურად სხვა რამ თქვა და შეიძლება მისი ნათქვამი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ არა  იმის დაბრალების საშუალებას, რაც ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა დააბრალეს.

„ნინო წილოსანის კონკრეტული კომენტარი შეიძლება სხვასაც არ მოწონებოდა, მაგრამ არა იმ ფეიკის კუთხით, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ. ერთადერთი, არმოწონების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ მისი სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, სამწუხაროდ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი. მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის, პუტინის ჩამატება იმ განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ.  რატომ მოგიწიათ იმ ტყუილის თქმა, თუ მისი განცხადება ასე გასაკრიტიკებელი იყო, როგორი ბულინგიც და შეტევაც ამ ადამიანზე მიიტანეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ნინო წილოსანმა თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ასეთი შეურაცხყოფა? ვინმე თუ დაგიდასტურებთ, რომ თქვა? თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, სხვა რამეა, თქვენ რატომ მოგიწიათ მაშინ იმის დაწერა, ან თქვენი პარტიის ტელევიზიებს, რომ პუტინსაც კი არ მიუყენებიაო, რატომ მოატყუეთ საზოგადოება? რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს თავად ნინო წილოსანს? როგორ არ დაგიწერიათ, გაჩვენებთ სადაც ჩაამატეთ სიტყვა პუტინი და რუსეთი.  ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგას, შეიძლება მასაც არ მოეწონოს ჩემი ეს განმარტება, რომ მისი ნათქვამი წინადადება იძლეოდა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, (თუმცა ის არაფერს არასწორს არ გულისხმობდა), თუმცა, არა იმ სიბინძურის დაბრალების შესაძლებლობას, რაც მას დააბრალეს, თითქოს მან თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინელებმაო, ასეთი რამ მას არ უთქვამს, ეს თქვენ მას უბრალოდ, დააბრალეთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics