|
2022-05-09 13:54:22, 1797 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის რწმუნებულს უჩივის და საერთაშორისო მედიასთან პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც Credit Suisse-სთან წარმოებული ხანგრძლივი დავა მოიგო, ამჯერად კომპანიის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ოლიგარქი აცხადებს, რომ სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად. "2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც რწმუნებულმა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა , რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ დროის განმავლობაში რწმუნებულმა მიმართა ინფორმაციის არაგონივრულ მოთხოვნას და შეფერხების დასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში “, რითაც ვერ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას - ნდობის აქტივების მართვას ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესებისთვის. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს. ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს , ორმაგი მოქალაქეობა აქვსმხოლოდ საფრანგეთი და საქართველო , არავითარ შემთხვევაში არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების ჩამონათვალთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო თუნდაც ძირითადი შემოწმება და ვარაუდობს, რომ ბ-ნი ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებული იყო Trust-ის მიერ, არამედ ექვემდებარება პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას Credit Suisse-ის მხრიდან",- წერია განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ 4 მარტის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, ვინაიდან რწმუნებული კომპანია იმავენაირად მოიქცა ივანიშვილის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გაცემული ინსტრუქციის დროსაც, რომელიც თანხების შემდგომ გადანაწილებისა და გადასაჭრელ პრობლემებს შეეხებოდა. "ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რწმუნებულის მოქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება მის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა არის ის, რომ Green Vals Trust-ის მოქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარების ეს პოზიცია მკაფიოდ ჩამოყალიბდა 2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, ხოლო მათზე რწმუნებულს პასუხი არ გაუცია, რადგან ცხადია, რომ მას სათქმელი აღარაფერი აქვს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანკი მის ქმედებასა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც იღებს პოლიტიკური ზეწოლის ფორმას, თუ ეს სხვა ფაქტორებით არაა განპირობებული. კლიენტს საკუთარი ახსნა აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალებს შესაბამის დროს მოგაწვდით. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავას ან მის შედეგებს – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)